პოლიციამ აქტივისტებს რუსთაველზე გზის სავალი ნაწილიდან კარვის ასაღებად "გონივრული ვადა" მისცა
26/02/2021 13:25:47 საზოგადოება
თბილისში, რუსთაველის გამზირზე გზის სავალ ნაწილზე კარავი გაიშალა.
მოგვიანებით, აქტივისტებთან სამართალდამცველები მივიდნენ და გზის სავალი ნაწილიდან კარვის ასაღებად დემონსტრანტებს "გონივრული ვადა" მისცეს.
როგორც პოლიციამ აქციის მონაწილეებს განუცხადა, ან თავად უნდა აიღონ კარავი, ან სამართალდამცველები მიმართავენ კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.
აქციის მონაწილეები კარვის დაშლას არ აპირებენ.


