„მსვლელობა თავისუფლებისთვის“ მონაწილეების ნაწილი საპროტესტო აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან მართავს
26/02/2021 11:10:04 საზოგადოება
„მსვლელობა თავისუფლებისთვის” მონაწილეების ნაწილი საპროტესტო აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან მართავს. პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა ნაწილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა. აქციის მონაწილეები სკანდირებენ „მონებო”.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.
ცნობისთვის: თბილისში, პარლამენტის შენობის წინ დღეს საპროტესტო აქცია იმართება.
ოპოზიციამ აქციაზე ორი მთავარი მოთხოვნა წარადგინა:
- პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება;
- ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშნვა იმ სისტემით და წესებით, რაც მოლაპარაკებისას საერთო ოპოზიციურ წინადადებებშია ასახული.
ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით, საპროტესტო აქცია გარკვეული დროის განმავლობაში სწორედ მთავრობის ადმინისტრაციასთან გაგრძელდება, რის შემდეგაც პროტესტის მონაწილეები კვლავ პარლამენტის შენობის წინ დაბრუნდებიან. რუსთაველის გამზირზე უკვე მიმდინარეობს სცენის მონტაჟი, სადაც ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, მოგვიანებით „თავისუფლების“ კონცერტი ჩატარდება.


