Accentnews.ge
ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობას მართავენ

ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობას მართავენ

26/02/2021 09:49:36 საზოგადოება

ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობას მართავენ. „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ - ასე ჰქვია საპროტესტო მარშს, რომელიც რამდენიმე წუთის წინ სხვადასხვა ადგილიდან დაიწყო.

კერძოდ, „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები პარლამენტისკენ თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდენარე ტერიტორიიდან გამოემართნენ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები - ფილარმონიიდან, „ევროპული საქართველოს“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები – „რუსთაველის“ მეტროს სადგულის მიმდებარე ტერიტორიიდან.

ამ დროისთვის ცალკეული პარტიების წარმომადგენლები თავიანთ მხარდამჭერებთან ერთად რუსთაველის გამზირზე მსვლელობით მოემართებიან.

მსვლელობა პარლამენტთან დასრულდება, სადაც 15:00 საათზე პოლიტიკური ლიდერების გამოსვლები დაიწყება. შეკრებილებს ოპოზიციური პარტიების ლიდერები მიმართავენ. პოლიტიკური განცხადებების გარდა, ოპოზიცია საკუთარ სამოქმედო გეგმასაც გააჟღერებს. მომიტინგეები პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადანაცვლებას და საკუთარი პროტესტის მთავრობის სახლთან დაფიქსირებასაც გეგმავენ.

როგორც „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, დღეიდან უწყვეტი საპროტესტო აქციები იწყება. მისივე თქმით, პარლამენტის მუშაობის პარალელურად, ოპოზიცია „სირცხვილის დერეფნების” მოწყობას და პიკეტირებას გეგმავს. მთავარი მოთხოვნები ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას და პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S