Accentnews.ge
ემიგრანტებმა იტალიაში აქცია გამართეს: "ჩვენ ვართ ბიუჯეტში ფულის გადამხდელები და ხმასაც ამოვიღებთ უსამართლობის წინააღმდეგ"

ემიგრანტებმა იტალიაში აქცია გამართეს: "ჩვენ ვართ ბიუჯეტში ფულის გადამხდელები და ხმასაც ამოვიღებთ უსამართლობის წინააღმდეგ"

26/02/2021 09:15:36 საზოგადოება

იტალიაში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ქალაქ ბარში მცხოვრები ემიგრანტებმა ქუჩებში მსვლელობით ჩაიარეს და ოპოზიციის ლიდერის მხარდამჭერი ბანერები გამოფინეს.

ემიგრანტები ამბობენ, რომ ისინი უსამართლობის წინააღმდეგ ხმას ამოიღებენ.

"ისინი არიან უკანონო პატიმრები, პოლიტიკური პატიმრები და საერთოდ, ამდენი უსამართლობით დავიღალეთ ემიგრანტები. ჩვენ ვართ ბიუჯეტში ფულის გადამხდელები, გადასახადების გადამხდელები, ნუ გგონიათ, რომ ჩვენ შორიდან არაფერს ვაკეთებთ. ჩვენ ვაკეთებთ ბევრ რამეს და ხმასაც ამოვიღებთ უსამართლობის წინააღმდეგ", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ცნობისთვის: დღეს თბილისში ოპოზიცია მასშტაბურ აქციას მართავს. აქციის მონაწილეები 13:00 საათზე ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და რუსთაველის გამზირის მიმართულებით ფეხით მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ.

აქცია პარლამენტთან 15:00 საათზე დაიწყება. შეკრებილებს ოპოზიციური პარტიების ლიდერები მიმართავენ. პოლიტიკური განცხადებების გარდა, ოპოზიცია საკუთარ სამოქმედო გეგმასაც გააჟღერებს. მომიტინგეები პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადანაცვლებას და საკუთარი პროტესტის მთავრობის სახლთან დაფიქსირებასაც გეგმავენ.

როგორც „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, დღეიდან უწყვეტი საპროტესტო აქციები იწყება. მისივე თქმით, პარლამენტის მუშაობის პარალელურად, ოპოზიცია „სირცხვილის დერეფნების” მოწყობას და პიკეტირებას გეგმავს. მთავარი მოთხოვნები ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას და პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S