საქსტატი - იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა
26/02/2021 08:20:50 ეკონომიკა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) წინასწარი შეფასების თანახმად, საქართველოს ეკონომიკა 2021 წლის იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11.5%–ით შემცირდა.
უფრო კონკრეტულად, კლება შეინიშნებოდა შემდეგ სფეროებში: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, დამამუშავებელი მრეწველობა, განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი.
ამასთან, ზრდა დაფიქსირდა ინფორმაციისა და კომუნიკაციის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სფეროებში.
გარდა ამისა, 2021 წლის იანვარში, ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 2 835 შეადგინა, რაც 23.3%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.


