"მე მაინც ვიტყვი!" - ჟურნალისტებმა ვახო სანაიას სოლიდარობა გამოუცხადეს
26/02/2021 08:17:34 საზოგადოება
"მე მაინც ვიტყვი!", "ნუ ახალისებ ძალადობას" "ჩვენ ვართ სუსტები ჩვენ ვართ სოლიდარულები!" - ბათუმში ჟურნალისტ ვახო სანაიას სოლიდარობა გამოუცხადეს. სხვადასხვა მედიის წარმომადგეები ევროპის მოედანზე შეკრიბნენ. მათი თქმით, ძალადობა დასაგმობია.
25 თებერვალს ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. მომხდარს შეესწრო ტელეწამყვანის მცირეწლოვანი შვილი. შსს-ს განცხადებით, ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 პირი უკვე დააკავეს. ვახო სანაია მის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს იხსენებს და ამბობს, რომ რომ მას თავს დაესხნენ, როგორც მედიის წარმომადგენელს. სანაია ყვება, რომ თავდამსხმელები ნასვამები და აგრესიულები იყვნენ.
მომხდარს უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკოსებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და მედიის სფეროს წარმომადგენლებისგან


