Accentnews.ge
რუსეთში საქართველოსკენ ავიაბილეთებზე მოთხოვნა გაექვსმაგდა

რუსეთში საქართველოსკენ ავიაბილეთებზე მოთხოვნა გაექვსმაგდა

26/02/2021 07:49:53 პოლიტიკა

რუსეთში საქართველოსკენ ავიაბილეთებზე მოთხოვნა 6-ჯერ გაიზარდა მას შემდეგ, რაც ქვეყანა რუსეთის მოქალაქეებისთვი გაიხსნა. ეს - იმ ფონზე, რომ 2019 და 2020 წლის ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით, ფრენების ღირებულება მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, - იუწყება პოპულარული რუსული სამოგზაურო სერვისი Туту.ру.

კერძოდ, მარტში მოსკოვიდან თბილისში გადაფრენის მინიმალური ღირებულება 12 ათასი რუბლი (540 ლარი) იქნება. საუბარია ფრენაზე სტამბოლის გავლით. კიდევ ერთი ვარიანტია სატრანზიტო რეისი მინსკის გავლით. ამ შემთხვევაში ბილეთის ფასები 14 000 რუბლიდან (დაახლოებით 630 ლარიდან) იწყება.

ამასთან, მარტი-სექტემბრის პერიდისთვის მოსკოვი-თბილისის მიმართულებით უკვე გაფორმებულ სამგზავრო საბუთებზე საშუალო ქვითარი 18 970 რუბლი (დაახლოებით 855 ლარი) ჯდება, რაც 1,5-ჯერ მეტია, ვიდრე ერთი წლის წინ და 2-ჯერ მეტი, ვიდრე 2019 წელს.

ცნობისთვის: საქართველოში უცხოელი ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემსუბუქება ორიოდ დღის წინ გამოცხადდა. იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით პსრ-ტესტის ნეგატიური პასუხით შემოსვლა შეუძლიათ, 1 მარტიდან ემატება სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპზე ისევ ვინარჩუნებთ მოქმედ რეჟიმს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S