Accentnews.ge
თბილისში დაგეგმილ აქციას რეგიონებიდანაც უერთდებიან

თბილისში დაგეგმილ აქციას რეგიონებიდანაც უერთდებიან

26/02/2021 05:51:25 საზოგადოება

დღეს თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციას რეგიონებიდანაც შეუერთდებიან. ქუთაისში, სპორტის სასახლის ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები ავტომსვლელობით უკვე დაიძრნენ.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბრძოლის ხაზი ახლა გადის დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე, ასობით ადამიანი ქუთაისიდან და იმერეთიდან უერთდება აქციას. მთავარ მოთხოვნებად რჩება პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ვადამდელი არჩევნები, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა ამ ქვეყანაში და დღეს ყველა პატრიოტის ადგილი არის ამ აქციაზე", - თქვა ენმ-ს წევრმა გიგა შუშანიამ.

ამასთან, აქციას უერთდებიან ზუგდიდიდან, გორიდან და თელავიდან.

დღეს თბილისში ოპოზიცია მასშტაბურ აქციას მართავს. აქციის მონაწილეები 13:00 საათზე ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და რუსთაველის გამზირის მიმართულებით ფეხით მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ.

აქცია პარლამენტთან 15:00 საათზე დაიწყება. შეკრებილებს ოპოზიციური პარტიების ლიდერები მიმართავენ. პოლიტიკური განცხადებების გარდა, ოპოზიცია საკუთარ სამოქმედო გეგმასაც გააჟღერებს. მომიტინგეები პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადანაცვლებას და საკუთარი პროტესტის მთავრობის სახლთან დაფიქსირებასაც გეგმავენ.

როგორც „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, დღეიდან უწყვეტი საპროტესტო აქციები იწყება. მისივე თქმით, პარლამენტის მუშაობის პარალელურად, ოპოზიცია „სირცხვილის დერეფნების” მოწყობას და პიკეტირებას გეგმავს. მთავარი მოთხოვნები ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას და პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S