„ოცნებაში“ უმრავლესობის სხდომა პროტესტის ფონზე იმართება
25/02/2021 17:17:42 საზოგადოება
„ქართული ოცნების“ სათავო ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.
შეხვედრის პარალელურად პარტიის ოფისთან აქტივისტები არიან შეკრებილი და ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
სხდომის დაწყაბამდე კომენტარი დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა გააკეთა და განაცხადა, რომ განხილვის ერთ–ერთი თემა ნიკა მელიას საკითხი იქნება.


