Accentnews.ge
უგულავა "POST TV"–ს ჟურნალისტს ბოდიშს უხდის

უგულავა "POST TV"–ს ჟურნალისტს ბოდიშს უხდის

25/02/2021 17:27:47 საზოგადოება

"ევროპული საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერი გიგი უგულავა "POST TV"–ს ჟურნალისტს ბოდიშს უხდის.

როგორც პოლიტიკოსმა ტელეკომპანია "პირველთან" საუბრისას განაცხადა, "მას ზედმეტი მოუვიდა".

"სახელიც არ ვიცი ამ ჟურნალისტის. აღმოჩნდა, მე მგონი "POST TV"–ს კორესპონდენტი იყო. მინდა ამ გოგონას ბოდიში მოვუხადო. ეს ბოდიში არ ეკუთვნის "POST TV"–ს, ეს ბოდიში​ თვითონ ამ ჟურნალისტს ეკუთვნის. იქცეოდა ცუდად თუ კარგად, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მე ზედმეტი მომივიდა. საქმე ეხებოდა მე არც მქონდა ნანახი ნინო ბურჯანაძის რაღაც ჩანაწერს. [...] უბრალოდ როცა ჟურნალისტზე ვსაუბრობთ, რაც არ უნდა მიუღებელი და მართლა სახელისუფლებო შხამი იყოს, თვითშეზღუდვა ვალდებულებაა ჩვენი და მე მას ბოდიშს ვუხდი", – განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის: 25 თებერვალს ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. მომხდარს შეესწრო ტელეწამყვანის მცირეწლოვანი შვილი. შსს-ს განცხადებით, ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 პირი უკვე დააკავეს. ვახო სანაია მის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს იხსენებს და ამბობს, რომ რომ მას თავს დაესხნენ, როგორც მედიის წარმომადგენელს. სანაია ყვება, რომ თავდამსხმელები ნასვამები და აგრესიულები იყვნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც ვახო სანაიას საქმესთან დაკავშირებით გაავრცელეს განცხადება, ჟურნალისტზე თავდასხმას ხელისუფლების რიტორიკას უკავშირებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S