მსოფლიოს მასშტაბით Facebook Messenger შეფერხებით მუშაობს
25/02/2021 16:34:59 საზოგადოება
Downdetector-ის ინფორმაციით, მომხმარებელთა მიერ ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი პლატფორმა Facebook Messenger მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებით მუშაობს. შეტყობინებები ადრესატამდე დაგვიანებით ან საერთოდ არ იგზავნება.
ხარვეზის ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.


