Accentnews.ge
თბილისში „სირცხვილიამ" ოკუპაციის 100 წელთან დაკავშირებით აქცია-პერფორმანსი გამართა

თბილისში „სირცხვილიამ" ოკუპაციის 100 წელთან დაკავშირებით აქცია-პერფორმანსი გამართა

25/02/2021 16:00:54 საზოგადოება

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოძრაობა „სირცხვილიამ" ოკუპაციის 100 წელთან დაკავშირებით აქცია-პერფორმანსი გამართა.

ადგილზე შეკრებილებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. მათი განცხადებით, არასდროს დაუშვებენ საქართველოში იმ სტატუს-კვოს დაბრუნებას, რაც 100 წლის წინ იყო.

აქციას ასევე შეუერთდნენ ,,მოძრაობა საქართველოსთვის” და "ევროპული საქართველოს” ახალგაზრდული ფრთის წევრები. აქციის მონაწილეებმა ოკუპაციასთან დაკავშირებული გამოფენა მოაწყეს, ადგილზე მიიტანეს ბანერები წარწერით -"რუსული ოცნების დასრულების დროა", ,,დეოკუპაციის დროა”.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S