Accentnews.ge
იმნაძის თქმით, კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის გაჭიანურება განპირობებულია იმით, რომ საქართველო დაბალშემოსავლიან ქვეყნად აღარ ითვლება

იმნაძის თქმით, კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის გაჭიანურება განპირობებულია იმით, რომ საქართველო დაბალშემოსავლიან ქვეყნად აღარ ითვლება

25/02/2021 15:06:40 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე განმარტავს თუ რატომ მიიღო ზოგიერთმა ქვეყანამ კოვიდ–საწინააღდეგო ვაქცინა საქართველოზე ადრე და აღნიშნავს, რომ ეს განპირობებულია იმით, რომ საქართველო დაბალშემოსავლიან ქვეყნად აღარ ითვლება.

როგორც იმნაძემ "მაესტროს" ეთერში განაცხადა, ვაქცინა იმ ქვეყნებმა მიიღეს, რომლებიც დაბალშემოსავლიანებად ითვლებიან, ხოლო საქართველოს შემთხვევაში ქვეყანა თვითონ იფინანსებს ვაქცინების შესყიდვას.

"ანუ არის ქვეყნები, რომლებიც თვითდაფინანსებაზეა "კოვაქსის" პლატფორმაზე, მაგალითად, საქართველო, და არის ქვეყნები, რომლებიც ითვლებიან დაბალშემოსავლიან ქვეყნებად, რომლებსაც "კოვაქსი" თვითონ აწვდის. ამ შემთხვევაში იმან, რომ საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში გავდივართ ჩვენ უფრო და არა დაბალშემოსავლიანში, შეიძლება, ცუდი როლი ითამაშა იმიტომ, რომ პირველ რიგში, დაბალშემოსავლიანებს გადასცეს...", - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კოვიდ–საწინააღდეგო ვაქცინების შემოტანის ზუსტი დრო ამ დრომდე უცნობია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S