დეპუტატ გივი მიქანაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა
25/02/2021 13:00:07 საზოგადოება
დეპუტატ გივი მიქანაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს.
„მეგობრებო, ტესტირების შედეგად დამიდასტურდა კოვიდ ინფექცია.
აქვე მინდა საზოგადოების თითოეულ წევრს მოგიწოდოთ, მკაცრად დაიცვათ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების რეკომენდაციები, ყველგან ატაროთ პირბადე.
როგორც ხედავთ, ვირუსი არსად წასულა. (პირადად მე წარმოდგენა არ მაქვს ვისგან გადამედო). გუშინდელი გადაწყვეტილება, შეზღუდვების მოხსნის შესახებ, იყო ძალიან კარგი, მაგრამ ახლა უფრო დიდი სიფრთხილე გვმართებს!“,– წერს მიქანაძე.


