
კობახიძე – ვასაძეს: „ანტიდისკრიმინაციული კანონი არ გადაიხედება"
09/07/2019 08:31:17 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ანტიდისკრიმინაციული კანონის გადახედვას გამორიცხავს.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, ამ კანონის მიღება ევროინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი პირობა იყო.
ცნობისთვის: გუშინ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების მიერ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მისვლა მოითხოვა. მისი თქმით, თალაკვაძემ ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმების პირობა უნდა დადოს.