აშშ–ის საელჩო: "ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებელია"
25/02/2021 12:49:52 საზოგადოება
საქართველოში აშშ-ის საელჩო ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმიანება და აცხადებს, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებელია.
"აშშ-ის საელჩო გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმას. ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებელია.მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღნიშნულ საქმესთან ერთად, სრულად გამოიძიონ ჟურნალისტებზე ძალადობის სხვა გაუხსნელი საქმეები", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ცნობისთვის: "ფორმულას" ტელეწამყვანს ვახო სანაიასა და მისი ცოლის ნათესავს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. შსს-ს განცხადებით, ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 პირი უკვე დააკავეს. ვახო სანაია მის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს იხსენებს და ამბობს, რომ რომ მას თავს დაესხნენ, როგორც მედიის წარმომადგენელს. სანაია ყვება, რომ თავდამსხმელები ნასვამები და აგრესიულები იყვნენ.
იხილეთ ასევე: მმართველი გუნდის რეაქცია ჟურნალისტზე განხორციელებულ თავდასხმაზე


