Accentnews.ge
გრიგოლია: „ტყვიის სროლით ღიად დამემუქრნენ“

გრიგოლია: „ტყვიის სროლით ღიად დამემუქრნენ“

25/02/2021 12:31:14 საზოგადოება

ტყვიის სროლით ღიად დამემუქრნენ,– იხენებს ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ასევე ტელეწამყვან ვახო სანაიაზე განხორციელებული თავდასხმის შეფასებისას.

ამ კონტექსტში გრიგოლია ამბობს, რომ მედიის ყველა წარმომადგენელი, რომელიც კრიტიკული პოზიციებიდნ მუშაობს და ხელისუფლებას „გუნდრუკს არ უკმევს“, დიდი საფრთხის წინაშეა.

„ეს არის გამოძახილი სახელისუფლებო პროპაგანდის, რომელიც კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მიდის. ჩვენ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვდგევართ. ვის რას მგვიწყობენ, არავინ ვიცით! მალე ალბათ, სახლებში შემოგგვივარდებიან! ყეველაფერი გამოვიარეთ – მორალური ტეროტი...აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები და როცა მოუნდება ორ–სამ კაცს „ტროიკასავით“ როპმ სხედან, მაშინ შეყრიან ციხეში ნიკა მელიასავით. პასუხისმგებელია ხელისუფლება!“,– აცხადებს გრიგილოა.

რაც შეეხება უშუალოს მის მიმართ მუქარას, გრიგოლია ამბობს, რომ ფაქტი შსს–მ რეაგირების გარეშე დატოვა.

ცნობისთვის: გვიან ღამით ვახო სანაიაზე თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმისას მასთან ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, მათ შორის – მისი მცირეწლოვანი შვილიც.

სანაია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თავდასხმის მოტივი მისი პროფესიული საქმიანობა იყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S