Accentnews.ge
"ჟურნალისტური ეთიკის ქარტია": "ხელისუფლება აგრესიული რიტორიკით ახალისებს ჟურნალისტებზე თავდასხმას"

"ჟურნალისტური ეთიკის ქარტია": "ხელისუფლება აგრესიული რიტორიკით ახალისებს ჟურნალისტებზე თავდასხმას"

25/02/2021 10:16:39 საზოგადოება

"ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმიანება და აცხადებს, რომ "მედიის მიმართ ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა უარყოფით გავლენას ახდენს ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე".

„ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არაერთხელ აცხადებდა, რომ მედიის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკა უარყოფითად აისახებოდა ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე. ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, შეწყვიტონ საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე, მხარი დაუჭირონ მედიის თავისუფლებას და საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: "ფორმულას" ტელეწამყვანს ვახო სანაიასა და მისი ცოლის ნათესავს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. შსს-ს განცხადებით, ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 პირი უკვე დააკავეს. ვახო სანაია მის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს იხსენებს და ამბობს, რომ რომ მას თავს დაესხნენ, როგორც მედიის წარმომადგენელს. სანაია ყვება, რომ თავდამსხმელები ნასვამები და აგრესიულები იყვნენ.

იხილეთ ასევე: მმართველი გუნდის რეაქცია ჟურნალისტზე განხორციელებულ თავდასხმაზე

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S