Accentnews.ge
ამინდის 25–26 თებერვლის პროგნოზი

ამინდის 25–26 თებერვლის პროგნოზი

25/02/2021 07:34:13 საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დღეს და ხვალ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, იკლებს ნალექის ინტენსიობა და რამდენიმე გრადუსით მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში მოსალოდნელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა რვა გრადუსამდე აიწევს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი 1-6 გრადუსი იქნება. ასევე, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი თოვლის სახით.

სინოპტიკოსები დედაქალაქსა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყინვის შერბილებას ელოდებიან. მათი თქმით, ხვალ თბილისში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 4-5 გრადუსი იქნება. სინოპტიკოსები უნალექო ამინდს 27-28 თებერვლისთვის ვარაუდობენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S