სტრატეგია აღმაშენებლის პოლიტსაბჭოს წევრი თეონა ჭალიძე მიმართვას ავრცელებს

25-02-2021 00:09:05 საზოგადოება

სტრატეგია აღმაშენებლის პოლიტსაბჭოს წევრი თეონა ჭალიძე მიმართვას ავრცელებს, რომელსაც "აქცენტი" უცვლელად გთავაზობთ.

"მოგმართავთ სოციალურად დაუცველებს! ვიცი მოგბეზრდათ თვიდან თვემდე საარსებო შემწეობის ლოდინი და მთელი თვე იმის ფიქრი როგორ იარსებოთ 60 ლარით! ვიცი, მოგბეზრდათ უსამართლობა ყოველ ფეხის ნაბიჯზე.მოგმართავთ დევნილებს, რომლებსაც 45 ლარსაც გამადლიან და ბევრ მათგანს დღემდე თავშესაფარი არ გაქვთ. მოგმართავთ შშმ პირებს და მათი ოჯახის წევრებს, ვისაც გინდათ სათანადოდ ზრუნავდეს სახელმწიფო თქვენზე და ითვალისწინებდეს თქვენს საჭიროებებს. მოგმართავთ ვეტერანებს ვისაც სახელმწიფოსგან 22 ლარიანი დაფასება შეურაცხგყოფთ.მოგმართავთ პენსიონერებს, ვისაც ისედაც მცირე პენსიის ნაწილის მაღალი საპროცენტო განაკვეთით აღებული სესხის პროცენტისთვის გძალავენ, ისევე როგორც დევნილებსა და შშმ პირებს.მოგმართავთ ყველას, ვინც ფიქრობთ რომ უკეთესი ცხოვრების ღირსი ხართ, ვინც ფიქრობთ რომ დაპირისპირების და ძალადობრივი დემონსტრირებების ნაცვლად სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ადამიანებზე. მოგმართავთ ყველას ვინც ფიქრობთ რომ სოციალური სამართლიანობის და სოციალური ცვლილებების დროცაა. მოდით 26 თებერვალს 13 საათზე ფილარმონიასთან აქცია - მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად. აქცია არის თითოეული ჩვენგანის უკეთესი მომავლისთვის. დღეს არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ კონსესუსია ვადამდელი არჩევნების დანიშვნის თაობაზე. ნიკა მელიას და გიორგი რურუას განთავისუფლება კი ამ კონსესუსის მთავარი ინგრედიენტია" - ნათქვამია მიმართვაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები