ღარიბაშვილს გაპრემიერება ალიევმა და ფაშინიანმა მიულოცეს

24-02-2021 18:37:26 კავკასია

ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცება აზერბაიჯანის ლიდერმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიულოცეს.

აზერბაიჯანის ლიდერის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ალიევმა ღარიბაშვილს «ჯანმრთელობა, ბედნიერება და მეგობრული ქართველლი ხალხის საკეთილდღეოდ სამომავლო საპასუხოსმგებლო საქმიანობაში წარმატებები" უსურვა.

«აზერბაიჯანსა და საქართველოს აკავშირებს ტრადიციული მეგობრობა და კეთილმეზობლობა, რომელსაც ისტორიული ფესვები აქვს. მჯერა, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა სამომავლოდაც დინამიურად განვითარდება და გაფართოვდება ორი მჭიდროდ დაკავშირებული ხალხის ნების შესაბამისად», – ნათქვამია ალიევის მისალოცში.

სომხეთის მთავრობის მეთაურმა ნიკოლ ფაშინიანმა კი ქართველ კოლეგას "ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე საქართველოს და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ წარმატებული მოღვაწეობა" უსურვა.

«სომხეთსა და საქართველოს შორის მტკიცე მეგობრობა მრავალსაუკუნოვან კონტაქტებს, ხალხებს შორის ღრმა ურთიერთპატივისცემასა და ნდობას ემყარება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მთავრობები გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას ერთობლივი პროგრამების რეალიზებისთვის ორი ქვეყნის საკეთილდღეოდ თანამშრომლობის პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების მიზნით», – აღნიშნულია სომხეთის პრემიერის მისალოც წერილში.

მანამდე ღარიბაშვილმა პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გეგმავს, "აზერბაიჯანის ბრძენ ლიდერთან" დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხი განიხილოს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები