«მხარს ვუჭერთ კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საფუძველზე"

24-02-2021 16:16:10 კონფლიქტები

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოლუმ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 46-ე სესიის მსვლელობისას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა, - იუწყება თურქეთის საგარეო პოლიტიკური უწყება.

«ჩვენ მხარს ვუჭერთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საფუძველზე. ასევე მხარს ვუჭერთ უკრაინის მთლიანობას, ყირიმის ჩათვლით. ჩვენ გავაგრძელებთ ყირიმელი თათრების სწრაფვის მხარდაჭერას, მათსავე სამშობლოში თავისუფლად იცხოვრონ», – დასძინა ჩავუშოლუმ.

ცნობისთვის: სესია ჟენევაში 22 თებერვალს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გაიხსნა და დღეს დაიხურება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები