"თუ არ დაგვაღალატეს, "ასტრაზენეკას" რამდენიმე ასეული ათასი დოზა მარტში უნდა მივიღოთ"

24-02-2021 15:37:18 საზოგადოება

"თუ არ დაგვაღალატეს, "ასტრაზენეკას" რამდენიმე ასეული ათასი დოზა მარტში უნდა მივიღოთ", – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელემ განაცხადა.

"ჯერ ზუსტი რიცხვები არ ვიცით "ფაიზერთან" მიმართებით, მაგრამ ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მეორე არხებით, რაზეც ვმუშაობთ, იგივე "კოვაქსით" "ასტრაზენეკას" მიღებასთან დაკავშირებით და პირდაპირი მოლაპარაკებებით "ასტრაზენეკას" ორ მწარმოებელთან, რომელიც გახლავთ ინდოეთის სერუმის ინსტიტუტი და კორეის ერთ–ერთი დიდი მწარმოებელი, რომ გარკვეული სერიოზული დოზები, რამდენიმე ასეული ათასი დოზა, წესით და რიგით, ყოველ შემთხვევაში, თუ არ დაგვაღალატეს, უნდა მივიღოთ მარტში, კონტრაქტები უკვე გაფორმებულია", – განაცხადა გამყრელიძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები