"Covid-19-ის ბრიტანული შტამის 3 შემთხვევა გვაქვს დადასტურებული და მასთან დაკავშირებული 31 ადამიანი, მათთანაც დიდი ალბათობით, ეს შტამია"
24/02/2021 11:30:03 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში Covid-19-ის ბრიტანული შტამის 3 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულებისას განაცხადა.
„ახალ შტამებზე სერიოზული კვლევა მიმდინარეობს. სამი შემთხვევა გვაქვს დადასტურებული და მასთან დაკავშირებული კლასტერები, 31 ადამიანი, სადაც დიდი ალბათობით, არის მუტირებული შტამი", -აცხადებს ამირამ განყრელიძე.


