Accentnews.ge
გაიზარდა ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსვლა პისიარ–ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ

გაიზარდა ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსვლა პისიარ–ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ

24/02/2021 10:38:47 საზოგადოება

ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა პისიარ–ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ, 1 მარტიდან შემდეგი ქვეყნები დაემატება: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, ბელარუსი, რუსეთი.

სახმელეთო საზღვრებზე კი ჯერ კიდევ ნარჩუნდება სადღეისოდ მოქმედი რეჟიმი.

პრემიერ–მინისტრის თქმით, შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არსებული ეპიდვითარების ანალიზის საფუძველზე მიიღება:

„მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ მოქალაქეთა მხრიდან მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა იქნება მიღებული და ერთობლივი ძალისხმევით შევძლებ ვითარების კონტროლს“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S