Accentnews.ge
„კომენდანტის საათი“ არ იხსნება

„კომენდანტის საათი“ არ იხსნება

24/02/2021 10:29:08 საზოგადოება

საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი რიგი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გადაწყვეტილება მიიო, თუმცა კომენდანტის საათი კვლავ ძალაში რჩება.

ამასთან, როგორც ირკვევა, კვლავ ძალაში რჩება შაბათ–კვირის შეზღუდვები, რაც საზოგადოებრივ ტრანსპორტს და რესტორნებს ეხება, მიუხედავად იმისა, რომ რესტორნებს შიდა სივრცეების გახნის შესაძლებლობა 8 მარტიდან მიეცემათ. სავაჭრო მოლები კი შაბათ–კვირას მუშაობას 8 მარტიდან შეძლებენ.

ცნობისთვის: კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2.36%–ს შეადგენს.

საქართველოში გასული დღე–ღამის განმავლობაში კოვიდ–ინფიცირების 443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 461 პაციენტი, გარდაიცვალა 6 ადამიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S