შეზღუდვების ნაწილი იხსნება
24/02/2021 10:20:32 საზოგადოება
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მოტივით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი უქმდება:
სასტუმროები სამთო კურორტებზე 25 თებერვლიდან გაიხსნება,
საბაგიროები – 8 მარტიდან,
საქალათაშორისო ტრანსპორტი 25 თებერვლიდან ამუშავდება,
რესტორნებს შიდა სივრცეების გახსნის შესაძლებლობა 8 მარტიდან მიეცემათ ქვეყნის მასშტაბით, ხოლო ბათუმში – 1 მარტიდან, გარდა შაბათ–კვირისა,
სპორტული დარბაზები 15 მარტიდან გაიხსნება,
საბავშვო ბაღები – 1 მარტიდან,
თეატრები სრულად 15 აპრილიდან გაიხსნება,
ბაზრობები – 8 მარტიდან.
საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კომენდანტის საათი ძალაში დარჩა.
მუზეუმები გაიხსნება 1 მარტიდან,
უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი 15 მარტიდან განახლდება.
მასალა ივსება


