ქობულეთში 9 პედაგოგს და 5 მოსწავლეს Covid-19 დაუდასტურდა
24/02/2021 08:28:41 საზოგადოება
ქობულეთის მე-3 საჯარო სკოლაში 9 პედაგოგს და 5 მოსწავლეს Covid-19 დაუდასტურდა. სკოლაში სასწავლო პროცესი ონლაინრეჟიმზე გადავიდა.
სკოლის დირექტორის თქმით, ის ეპიდემიოლოგებისგან და განათლების სამინისტროსგან შესაბამის რეკომენდაციებს ელოდება, თუ როგორ უნდა გააგრძელოს სკოლამ გააგრძელონ მუშაობა.
ქობულეთის მე-3 საჯარო სკოლის პედაგოგებს კორონავირუსი გეგმიური PCR-ტესტირების შედეგად გამოუვლინდათ.


