საფრანგეთის ელჩი: "მელიას დაკავება განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს მათ, ვინც განსაზღვრავს, ჩაერთოს პროცესებში სწორი ტონით, რათა აწარმოოს დიალოგი და მტკიცედ ემსახუროს პროდასავლურ დღის წესრიგს"

24-02-2021 11:32:35 პოლიტიკა ,კომენტარი

საქართველოში საფრანგეთის ელჩის დიეგო კოლასის განაცხადებით, "ნებისმიერ ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გადაწყვეტილება ამ სახელმწიფოს პარტნიორებისა და მეგობრების ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს იმ შემთხვევაშიც კი, როცა ეს სასამართლოს განჩინების საფუძველზე ხდება".

ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა "აქცენტთან" საუბრისას განაცხადა.

"ნებისმიერ ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გადაწყვეტილება ამ სახელმწიფოს პარტნიორებისა და მეგობრების ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს იმ შემთხვევაშიც კი, როცა ეს სასამართლოს განჩინების საფუძველზე ხდება. საქმის წარმოების პროცესი დიდი ყურადღების ქვეშ მოექცევა. ვიმედოვნებთ და ველოდებით პროცესის სათანადოდ წარმართვას და ყველაფერს, რაც ხელს შეუწყობს დეესკალაციას. ასეთი [დაკავების] გადაწყვეტილება განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს მათ, ვინც განსაზღვრავს, რომ ჩაერთოს პროცესებში სწორი ტონით, რათა აწარმოოს დიალოგი ყველა ძალის წარმომადგენელთან და მტკიცედ ემსახუროს პროევროპულ და პროდასავლურ დღის წესრიგს (განსაკუთრებით სასამართლო და საარჩევნო რეფორმები). ამასთან, ყველა მხარეს ეკისრება თავშეკავების პასუხისმგებლობა"

ცნობისთვის: 23 თებერვალს სამართალდამცველები ენმ–ის ოფისში შტრუმით შევიდნენ და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები