Accentnews.ge
საქართველოში კოვიდ–ინიცირების 443 შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კოვიდ–ინიცირების 443 შემთხვევა გამოვლინდა

24/02/2021 06:54:34 საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის 443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსისგან 461 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის 269 438 შემთხვევა, მათ შორის 263 257 გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი ?-ია.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 19 051 ტესტი ჩატარდა, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტი – 11 825, პისიარტესტი – 7 226.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,33 პროცენტია, ბოლო 14 დღის – 236 პროცენტი, ბოლო 7 დღის – 2,36 პროცენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 307 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 600, კლინიკურ სასტუმროში რჩება 193 პირი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S