
გზების დეპარტამენტი: "თბილისში შემოსვლასთან დაკავშირებით საავტომობილო გზაზე შეზღუდვა არ არის დაწესებული"
23/02/2021 06:59:53 რეგიონები, რეკლამა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, თბილისში შემოსვლასთან დაკავშირებით არანაირი შეზღუდვა არ არის დაწესებული.
"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოვლით (შემოსავლელ) საავტომობილო გზაზე, მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რთული მეტეოროლოგიური პირობების, კერძოდ ლიპყინულის, ქარისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, დაახოლებით 3 საათის განმავლობაში აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამ ეტაპზე, აკრძალულია მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. თბილისის შემოვლითი გზა იწყება ზაჰესის ხიდიდან და უერთდება რუსთავი-წითელი ხიდის გზას. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გზით უმეტესად ტრანზიტული ტრანსპორტი მოძრაობს",– აცხადებენ გზების დეპარტამენტში.
ცნობისთვის: დღეს დილით სამართალდამცველები ენმ–ის ოფისში შტრუმით შევიდნენ და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. დღეს 15:00 საათზე თბილისში საპროტესტო აქცია დაინიშნა.