Accentnews.ge
ენმ–ის ოფისში, დახურულ სივრცეში სავარაუდოდ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

ენმ–ის ოფისში, დახურულ სივრცეში სავარაუდოდ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

23/02/2021 05:07:11 საზოგადოება

ენმ–ის ოფისში საავარაუდოდ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. რამდენიმე მოქალაქემ, რომელთაც შენობიდან გამოსვლა მოახერხეს, სამედიცინო დახმარების მისაღებად სასწრაფო დახმარების ჯგუფს მიმართა. მანამდე კი ჯგუფის შეგზავნას შენობაში ელენე ხოშტარია ცდილობდა, რის გამოც სამართალდამცველებთან შეხლა–შემოხლა მოუვიდა.

"პირდაპირ სახეში შემომასხეს",– ამბობს აქტივისტი, რომელსაც გამოყენებული ნივთიერების გამო სუნთქვის და მეტყველების პრობლემა შეექმნა.

სავარაუდოდ, ცრემკლსადენი გაზი გამოიყენეს ასევე ნიკა–მელიას სამუშაო ოთახში შესვლამდეც.

„პატარა ოთახებში გამოიტყენეს ცრემლსადენი გაზი. დახურულ სივრცეში ცრემლსადენი გაზის გამოყენება როგორ შეიძლება“,– ამბობს ხატია დეკანოიძეც.

სპეცრაზმი ამ დროისთვის ენმ–ის ოფისს ტოვებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S