ფაუჩი: „სავარაუდოდ, 2022 წელსაც მოგვიწევს პირბადის ტარება“

23-02-2021 01:19:02 მსოფლიო

აშშ–ში ვაქცინაციის პროცესი დაჩქარდა, თუმცა ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ კორონავირუსის პრევენციისთვის პირბადის ტარება სავარაუდოდ, 2022 წელსაც საჭირო იქნება.

ფაუჩი ეთანხმება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მოლოდინს, რომ აშშ ზამთრის პერიოდში დაუბრუნდება ნორმალური ცხოვრების წესს, თუმცა შესაძლოა, ვირუსისგან ქვეყნის ბოლომდე გათავისუფლებას უფრო დიდი დრო დასჭირდეს.

ის ასევე მიუთითებს დიდ ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის ახალი შტამის დაფიქსირებაზე, რაც გარკვეულ რისკებს უკავშირდება.

ვაქცინის დოზების განაწილების მხრივ ტოპ 10 ქვეყანა

ახალი ამბები

სხვა სიახლეები