ამ დროისთვის ვაქცინის 205 მლნ-ზე მეტი დოზაა გამოყენებული

23-02-2021 01:03:33 მსოფლიო

Bloomberg-ის მონაცემებით, ამ დროისთვის 92 ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 205 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველდღიურად, დაახლოებით, 6.44 მილიონი დოზის ინექცია ხორციელდება.

მსოფლიოში კოვიდ-ვაქცინის პირველი დოზები, გეგმის მიხედვით, პრიორიტეტულ პირებზე განაწილდა: ძირითადად, ჯანდაცვის მუშაკებსა და ხანდაზმულებზე. ვაქცინაცია საავადმყოფოების გარდა, აფთიაქებსა და კერძო სამედიცინო კლინიკებში ტარდება, უახლოეს მომავალში კი ისეთი ადგილების რაოდენობა, სადაც ადამიანებს ინექციებს გაუკეთებენ, კიდევ უფრო გაიზრდება, რაც ერთდროულად გაცილებით მეტი პირის აცრას გახდის შესაძლებელს.

Bloomberg-ის ბოლო მონაცემებით, ვაქცინის დოზების განაწილების მხრივ, ტოპ 10 ქვეყანა ასე გამოიყურება:

აშშ - 63,090,634 დოზა;

ჩინეთი - 40,500,000 დოზა;

ევროკავშირი - 26,528,586 დოზა;

გაერთიანებული სამეფო - 18,197,269 დოზა;

ინდოეთი - 11,085,173 დოზა;

ისრაელი - 7,132,468 დოზა;

ბრაზილია - 6,629,827 დოზა;

თურქეთი - 6,590,415 დოზა;

არაბეთის გაერთიანებული საემიროები - 5,554,342 დოზა;

გერმანია - 4,869,641 დოზა.

საქართველოში ვაქცინის პირველი დოზების შემტანა თებერვლისთვის იყო დაანონსებული, თუცა გაირკვა, რომ ამ ვადამ მატისთვის გადაიწია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები