„დანიური სახლი“ ფილიალებს ხურავს

22-02-2021 21:04:49 ეკონომიკა

„დანიური სახლი“ ფილიალებს ხურავს - შესაბამისი ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ facebook-გვერდზე პერიოდულად ქვეყნდება.

„იჩქარეთ! გლდანის და ქავთარაძის "სითი მოლის" ფილიალები იხურება!“ - წერია „დანიური სახლის“ facebook-გვერდზე და მომმარებელს ხსენებულ ფილიალებში 50%–იან ფასდაკლებას სთავაზობს.

ცნობისთვის: „დანიური სახლი“ ქართულ ბაზარზე ორი ათწლეულია, ოპერირებს და 12-მდე ფილიალს მართავდა.

კომპანიამ 22 თებერვლიდან ვარკეთილისა და თბილისი ცენტრალის ფილიალები დახურა. დაიხურა ზუგდიდის ფილიალიც. გლდანისა და ქავთარაძის ფილიალების შემდეგ, დედაქალაქში „დანიური სახლის“ მომხმარებელი პროდუქციის შეძენას მხოლოდ აღმაშენებლის გამზირზე არსებულ ფილიალში შეძლებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები