გივი ტატუნაშვილი: "ქვეყნებმა მოახდინონ ზეწოლა რუსეთზე, რომ დააკავონ ჩემი შვილის მკვლელობაში ბრალდებულები, რომ სხვა არავინ გამწარდეს"

22-02-2021 13:41:42 კონფლიქტები

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 3 წელი გავიდა. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მისი ოჯახის წევრები, ახლობლები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ და მოკლული ჯარისკაცის ხსოვნას პატივი მიაგეს.

"საერთაშორისო საზოგადოებამ, ქვეყნებმა მოახდინონ ზეწოლა რუსეთზე, რომ დააკავონ ის 2 ადამიანი, რომ აღარ მოხდეს სხვა ადამიანების გატაცება და დაკავება, ბოლო იყოს ჩემი შვილი, არ მოხდეს მკვლელობა, ციხეში ჩასმა. კიდევ არავინ გამწარდეს", – განაცხადა არჩილ ტატუნაშვილის მამამ გივი ტატუნაშვილმა.

35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ცხინვალში 2018 წლის 22 თებერვალს მოკლეს, ნაწამები ცხედარი შინაგანი ორგანოების გარეშე სოფელ წილკანში მცხოვრებ ოჯახს მხოლოდ 26 დღის შემდეგ, 20 მარტს გადაეცა. მანამდე ტატუნაშვილის გვამიდან ოკუპანტებმა გული, ტვინი და ღვიძლი ამოიღეს, „ექსპერტიზაზე“ რუსეთის ქალაქ როსტოვში გადააგზავნეს და უკან აღარ დაუბრუნებიათ.

საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეს სახელწოდებით "ტატუნაშვილი რუსეთის წინააღმდეგ" სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაჩქარებული წესით განიხილავს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები