ღარიბაშვილი "აფხაზებისა და ოსების მხრიდან "შერიგების არსურვილს", მათ შორის, "დესტრუქციული ოპოზიციის მიერ დესტაბილიზაციის მცდელობებს" უკავშირებს

22-02-2021 14:30:43 კონფლიქტები ,პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი აფხაზებისა და ოსების მხრიდან დანარჩენ საქართველოსთან "შერიგების არსურვილს", მათ შორის, "დესტრუქციული ოპოზიციის მიერ ვიტარების დესტაბილიზაციის მცდელობებს" უკავშირებს.

​"ნომერ პირველი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის ოკუპაციაა. 20% ჩვენი ქვეყნის არის დაკარგული, რაც დესტრუქციული ოპოზიციის მმართველობამ განაპირობა. მათ თავიდან ვერ აიცილეს ის უბედურება, რაც მოიტანა აგვისტოს ომმა, რამაც განაპირობა ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი ქვეყნის მიერ ამ ტერიტორიების აღიარება. მინდა, მათავრი რამ ვთქვა, რაც ჩემი აზრით მნიშვნელოვანია და ჩვენ ყოველთვის გვავიწყდება. მოდით, ვიყოთ რეალისტები. მაშინ , როცა ჩვენს ქვეყანაში ჩვენი აფხაზი, ოსი თანამოქალაქეები უყურებენ, როგორი გაუთავებელი დესტაბილიზაციის მცდელობა მიმდინარეობს ჩვენი დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან. ისინი ხედავენ, რომ ჩვენ არ გვაქვს ერთობა. ხედავენ, რომ გვაქვს უამრავი პრობლემა, როგორიცაა – ეკონომიკა უმუშევრობა, სიღარიბე , სოციალური პირობები... ვფიქრობ, რომ ხაზი ამ დეოკუპაციის და შერიგების, გაერთიანების არის სწორედ ჩვენი ეკონომიკური სიძლიერე. კეთილდღეობა და უსაფრთხოება და ჩვენი შიდა სტაბილურობა", – განაცხადა ღარიბაშვილმა პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები