Accentnews.ge
„რუსთავი 2“-თან საპროტესტო აქცია ხმაურით მიმდინარეობს

„რუსთავი 2“-თან საპროტესტო აქცია ხმაურით მიმდინარეობს

08/07/2019 16:20:17 სხვა, საზოგადოება

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საპროტესტო აქცია ხმაურით მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეთა ერთი ჯგუფი არხის გადამღებ ჯგუფს დაუპირისპირდა.

"თქვენ ხართ პროვოკატორები“, - მიმართა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს.

ამასთან, როგორც შეკრებილები აცხადებენ, ტელეწამყვან გიორგი გაბუნიასთვის უფლებამოსილების მხოლოდ ორი თვით შეწყვეტა საკმარისი არ არის და ამით არხის ხელმძღვანელობა საზოგადოების მოტყუებას ცდილობს.

აქციის მონაწილეები ითხოვენ რომ "რუსთავი 2"-მა მაუწყებლობა შეწყვიტოს. ისინი ასევე ითხოვენ რომ „გადადგნენ“ არხის გენდირექტორი ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S