ხელოვნური სუნთქვის აპარატი 101 პაციენტს დასჭირდა
22/02/2021 06:59:43 საზოგადოება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ–ინფიცირების 147 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი დედაქალაქზე მოდის. კერძოდ, ინფიცირების შემთხვევები ქვეყნის მასშტაბით შემდეგნაირად ნაწილდება:
თბილისში გამოვლენილია 64 შემთხვევა,
აჭარა – 11,
იმერეთი – 28,
ქვემო ქართლი – 1,
შიდა ქართლი – 16,
გურია – 10,
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 12,
კახეთი – 4,
მცხეთა-მთიანეთი – 1,
სამცხე-ჯავახეთი – 0,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 785, საიდანაც 1 713 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 766, აჭარაში – 194, იმერეთში – 368.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 336 პირი, მათ შორის, თბილისში – 110, აჭარაში – 38, იმერეთში – 107.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 101 პირი, მათგან თბილისში – 65, აჭარაში- 8, იმერეთში – 11. 207 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 117 – თბილისში, 77 – აჭარაში, 11 – იმერეთში. 865 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 318 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 104, ხოლო აჭარაში – 94.
სულ 6 ოქტომბრიდან – 21 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 060 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 937 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 4 767 პირი, აჭარაში – 515, იმერეთში – 908.


