საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 147 შემთხვევა გამოვლინდა
22/02/2021 06:53:17 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.
ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოჯანმრთელდა 607 პაციენტი, 12 პაციენტი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 268 502 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 262 244-ს შეადგენს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 3 447-ია.
ბოლო 24 საათში 5 275 ტესტი ჩატარდა, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტი – 2 736, პისიარტესტი – 2 539.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,79%–ია, ბოლო 14 დღის – 2,6%, ბოლო 7 დღის – 2,6%.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 318 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1713, კლინიკურ სასტუმროში რჩება 207 პირი.
ამასთან, 21 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 258 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 571 პაციენტი.


