Accentnews.ge
"მეორედ მოსვლა" - "სირცხვილია" აქციას გამართავს

"მეორედ მოსვლა" - "სირცხვილია" აქციას გამართავს

21/02/2021 19:54:44 საზოგადოება

მოძრაობა "სირცხვილია" ხვალ, 21 თებერვალს ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დამტკიცების პარალელურად პარლამენტთან აქციას გამართავს.

"ერთად შევეგებოთ ჰაკიმ ფაშას მეორედ და ბოლოჯერ მოსვლას, მეგობრებო", - ნათქვამია ინფორმაციაში.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილსა და ახალ მინისტრთა კაბინეტს უყრიან კენჭს. შაბათ-კვირას კანდიდატებს კომიტეტებზე მოუსმინეს და მხარდაჭერა გამოუცხადეს.

"ქართულმა ოცნებამ" ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მას შემდეგ წარადგინა, რაც თანამდებობა გიორგი გახარიამ დატოვა. გახარიას მიერ თანამდებობის დატოვება ნიკა მელიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებია აღსრულებას უკავშირდება. მისი თქმით, კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, მისთვის მიუღებელი. მისივე განცხადებით, ამ საკითხში გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია და სწორედ ამიტომ ტოვებს პოსტს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S