ცერცვაძე: "საქართველოში ვაქცინის შემოტანის პროცესმა გადაიწია"
21/02/2021 19:49:16 საზოგადოება
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ვაქცინის შემოტანის პროცესმა ერთი ან ორი კვირით გადაიწია.
მისი განცხადებით, "იყო მოლაპარაკებები, რომ ვაქცინა უკვე ქვეყანაში უნდა ყოფილიყო, თუმცა ყოველთვის ყველა შეთანხმება მკაცრად დროში ვერ სრულდება".
"არ მგონია, რომ ეს ტრაგედია იყოს, თუ შემდგომი გეგმა ვაქცინაციის შესრულდება ისე კარგად, როგორც დაგეგმილია და როგორც არის შეპირებები. სავარაუდოდ, ვაქცინა იქნება მარტის პირველ კვირაში ან პირველ-ორ კვირაში. ასე რომ ცდომილება იმ მოლოდინში, რაც ჰქონდა სახელმწიფოს და ამ რეალობას შორის, არის ერთი კვირა", - განუცხადა ცერცვაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს.
როგორც დაანონსებული იყო, ქვეყანაში თებერვლის ბოლომდე ფაიზერის 29 250 დოზა ვაქცინა უნდა შემოსულიყო. 21 თებერვალს ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ "უახლოეს დღეებში სახელმწიფო პანდემიასთან ბრძოლის მთავარ იარაღს - ვაქცინებს ელის".


