Accentnews.ge
პარლამენტთან პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა

პარლამენტთან პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა

21/02/2021 09:40:00 საზოგადოება

თბილისში, პარლამენტის შენობასთან პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ კარვების დადგმა სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ პოლიციელები უკანონოდ იქცევიან და მათ კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავენ.

„მონებითაა სავსე აქაურობა. ღარიბაშვილის ბრძანებაა, რომ ყველა დაიჭირონ. ძალადობრივ მეთოდებს მიმართავენ, ჩვენი პოლიციის პრიორიტეტი ღარიბაშვილის ბრძანებების შესრულებაა და არა კონსტიტუცია. ვნახოთ, ვისი აჯობებს", - აცხადებს აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.

21 თებერვალი საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღეა. დამფუძნებელთა კრებამ 100 წლის წინ ამ დღეს, 1921 წლის 21 თებერვალს ქვეყნის პირველი მთავარი დოკუმენტი მიიღო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S