Accentnews.ge
"დიდი იმედი მაქვს, საქართველოში ვაქცინაცია მარტის პირველ 2 კვირაში დაიწყება"

"დიდი იმედი მაქვს, საქართველოში ვაქცინაცია მარტის პირველ 2 კვირაში დაიწყება"

21/02/2021 06:23:38 საზოგადოება

"დიდი იმედი მაქვს, საქართველოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაცია მარტის პირველ 2 კვირაში დაიწყება" , – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ "პირველ არხთან" საუბრისას განაცხადა.

"ამ ეტაპზე, 2 ტიპის ვაქცინაზეა საუბარი - ეს არის "ფაიზერის", რომელიც არის ლიმიტირებული და რომელზეც შეთანხმება და დასტურია, რომ აძლევენ საქართველოს დაახლოებით 29 250 დოზას; მეორე - ძირითადი მიმართულება "ასტრაზენეკაა". მუშაობა მიმდინარეობს "კოვაქსის" პლატფორმიდან "ასტრაზენეკას" ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით. აქაც დასტურია, რომ მარტის შუა რიცხვებში სადღაც 180 000-დან 300 000 დოზამდე გადმოგვეცემა პირველ ეტაპზე...მოგეხსენებათ, "ასტრაზენეკას" რამდენიმე დიდი მწარმოებლისთვის აქვს ლიცენზია მიცემული. ეს არის სამხრეთ კორეის ერთ-ერთი დიდი კომპანია, ასევე ყველაზე დიდი მწარმოებელი ვაქცინის სერომის ინსტიტუტი და მათთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. უკვე კონტრაქტი ფორმდება "ასტრაზენეკას" ლიცენზირებული ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით. ეს სამი, რაც დაგისახელეთ, კონკრეტული გადაწყვეტილი მიღების გზებია, რომელსაც ქვეყანა დიდი ალბათობით მიიღებს. შესაძლებელია, იყოს ეს თებერვლის ბოლო დღეები, მარტის 10 რიცხვამდე. ყოველ შემთხვევაში, დიდი იმედი მაქვს, რომ სადღაც მარტის პირველ ორ კვირაში ქვეყანა ვაქცინაციას დაიწყებს", – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 2020 წლის დეკემბრიდან მიმდინარეობს.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 268 355 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 261 637 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 435 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S