ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების 258 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 10 ადამიანი
21/02/2021 06:51:23 საზოგადოება
საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების 258 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 10 ადამიანი, დაავადებისგან გამოჯანმრთელდა 571 პირი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9653 კვლევა, აქედან 4697 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 4956 PCR-ით.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 2,67%-ია, ბოლო 14 დღის - 2,6%, ბოლო 7 დღის - 2,5%.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 268 355 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 261 637 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 435 გარდაიცვალა.


