
პარლამენტის წინ "ქართული მარშის" წევრები მივიდნენ
08/07/2019 14:46:48 სხვა, საზოგადოება
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე "ქართული მარშის" წევრები მივიდნენ. ადგილზე მისულებს შორისაა ორგანიზაციის ლიდერი სანდრო ბრეგაძეც.
რუსთაველის გამზირზე, სადაც დღეს 19:00 სთ–ზე, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მორიგი აქცია უნდა გამართულიყო, ამ დროისთვის მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის, “ქართული მარშისა” და ბიზნესმენ ლევან ვასაძის მომხრეები არიან შეკრებილები. ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორები 19:00 საათზე პუშკინის სკვერში შეკრებას და შემდგომ პარლამენტთან გადანაცვლებას გეგმავენ.
ცნობისთვის: „თბილისი პრაიდი“ „ღირსების" მარშის ჩატარებას დღეს გეგმავდა, თუმცა "პრაიდის“ ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიება გადაიდო. მიუხედავად ამისა, "პრაიდის" მოწინაღმდეგეები დღეს აქციებს სხვადასხავა ლოკაციაზე, მატ შორის პარლამენტთან მართავენ და ამბობენ, რომ „ღირსების " მარშის ჩატარებას არ დაუშვებენ.