სუბარი – გახარიაზე: "ნდობა წყალს გაატანა"

20-02-2021 23:47:56 ციტატა

"ჩემი აზრით, ამ პერიოდში, ამ ფორმით წასვლა დამაზიანებელი და შეუწყნარებელიც იყო. არ ვიცი, ამას სახელს ვერ ვარქმევ. ასეთი რამის გაკეთება გუნდის წევრისგან და ლიდერისგან არ შეიძლება. არ უნდა მოიქცეს ადამიანი ასე. რაც შეეხება როგორც პრემიერს, არჩევნები ახალი ჩავლილია, მე ვიყავი მაჟორიტარობის კანდიდატი სამგორში და ყველგან, სადაც მივდიოდი, მხვდებოდა ის, რომ გიორგი გახარიას მიმართ ნდობა არსებობდა და ძალიან დადებითად მოქმედებდა ჩემს, როგორც მაჟორიტარის, საარჩევნო კამპანიაზე. უბრალოდ, მას შეეძლო, ეს ნდობა გამოეყენებინა ქვეყნისთვის სასარგებლოდ, თუმცა მგონია, რომ ერთ დღეში, წამში გაფლანგა და წყალს გაატანა მის მიმართ ნდობა. არ ვიცი, რამდენად ღირდა, ამის სანაცვლოდ მოეპოვებინა მას ხუხაშვილის და კვესიტაძის შექება.როცა ადამიანი დგამს არასწორ ნაბიჯს, ის, საბოლოოდ, აისახება მის მიმართ ნდობაზე".

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობს დეპუტატმა სოზარ სუბარმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები