Accentnews.ge
თბილისში, პარლამენტის შენობასთან რამდენიმე აქტივისტი დააკავეს

თბილისში, პარლამენტის შენობასთან რამდენიმე აქტივისტი დააკავეს

19/02/2021 11:57:16 საზოგადოება

თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. აღნიშნული მას შემდეგ განხორციელდა, რაც აქტივისტებმა პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლა სცადეს.

ადგილზე ამ დროისთვის ვითარება კვლავ დაძაბულია.

პარლამენტს დღეს მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა წარედგინება. ბიუროს სხდომა 18:00 საათზეა ჩანიშნული.

ცნობისთვის: 17 თებერვალს სასამართლომ ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 18 თებერვალს გიორგი გახარიამ პრემიერ–მინისტრის თანამდებობა დატოვა. გახარიამ გადაწყვეტილების საფუძვლად ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. დისკუსიის არსებობა „ქართულ ოცნებაშიც“ დაადასტურეს, თუმცა როგორც პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, მათ შესაბამისი არგუმენტაცია გახარიასგან ვერ მოისმინეს. გახარიას გადადგომის შემდეგ შსს–მ მელიას დაკავების ღონისძიება გადადო.

გახარიას გადადგომიდან რამდენიმე საათში “ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების დანიშნვის მიზნით დიალოგის მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S