Accentnews.ge
TI - აბაშიძე-კარასინის ფორმატზე ბიუჯეტიდან 700 000 ლარზე მეტია დახარჯული

TI - აბაშიძე-კარასინის ფორმატზე ბიუჯეტიდან 700 000 ლარზე მეტია დახარჯული

08/07/2019 13:16:09 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" (TI) განცხადებით, 2012 წლის ნოემბრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეხვედრებზე ჯამში 736 637 ლარია დახარჯული.

აქედან, საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობებში  ზურაბ აბაშიძის თანამდებობრივ სარგოზე, დანამატებსა და პრემიებზე გასულ შვიდ წელიწადში 492 444 ლარი დაიხარჯა. 33 ვიზიტის სამივლინებო ხარჯები 116 098 ლარს უტოლდება, საკონსულტაციო მომსახურება 46 000 ლარს, ხოლო ორი შტატგარეშე თანამშრომლის თანამდებობრივი სარგოს, დანამატებისა და პრემიების ხარჯები 80 000 ლარს აჭარბებს. ამასთან, დაახლოებით 2 000 ლარია დახარჯული საქართველოში სარესტორნო მომსახურებაში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა მონაცემებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით აქვეყნებს.

ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის შეხვედრების ფორმატი 2012 წლიდან დაიწყო. მთავრობამ რუსეთ-საქართველოს შორის არაფორმალური დიალოგის ეს ფორმატი "სავაჭრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ ასპექტებთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად" შექმნა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S