Accentnews.ge
ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების 388 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 7 ადამიანი

ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების 388 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 7 ადამიანი

19/02/2021 06:53:59 საზოგადოება

ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების 388 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 331 ადამიანი, გარდაიცვალა 7 პაციენტი.

გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 391 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 091 კვლევა – ანტიგენის ტესტით და 6 300 – PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.37%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.7%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.4%.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 267 701 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 260 597 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 406 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S